
ამა წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების მიერ, გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში ჩვენი სკოლის IV-5 კლასის მოსწავლეთათვის (მასწ. ხათუნა ჩუბინიძე) ჩატარდა სასწავლო ინტერაქტიული გაკვეთილი, რომელიც ეხებოდა პირველი ევროპელი ადამიანის განსახლების ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.
სტუმრად გერმანიაში
ჩვენი სკოლა უკვე მესამე წელია ჩართულია ბრანდერბურგ-საქართველოს კულტურათა გაცვლით პროგრამაში, წელს ჩვენი სკოლის 6 მოსწავლე, პედაგოგ თამარ ქათამაძესთან ერთად 10 დღით, იმყოფებოდნენ ქალაქ ბერლინში, ბავშვები ცხოვრობდნენ ოჯახებში და გერმანელ ბავშვებთან ერთად საინტერესოდ გააატარეს ეს დღე, ექსკურსიებთან ერთად ბავშვები 4 დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ კენედის სახელობის სკოლის საგანმანათლებლო პროცესში-ესწრებოდნენ გაკვეთილებს, მონაწილეობას ღებულობდნენ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. მომავალი სასწავლო წელს გერმანელ თანატოლებს ველოდებით საპასუხო ვიზიტით.
წარმატებები სპორტში
გვანცელაძე ვაჩე-კარატისტი. კენკიაშვილი მარიამი-ტანმოვარჯიშე.მოსწავლეები,რომლებმაც ასახელეს სკოლა, ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს
2013 წლის 26 მაისის დღესასწაული ჩვენს სკოლაშიც საინტერესოდ ჩატარდა, სააქტო დარბაზში მოსწავლეებს ვაჩვენეთ ფილმები, ქალაქის თითქმის ყველა ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა.
ტრენერი მასწავლებლები
საქართველოს დაწყებითი (I-VI კლ) განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5 წლიანი პროგრამაა. მისი მიზანია კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესება.
პროექტში ჩართულია საქართველოს 121 საჯარო სკოლა, მათ შორის აჭარიდან 12. აჭარაში 4 ტრენერი მუშაობს, აქედან, ნატო ურუშაძე, ანა ლორია და ნარგიზ ბერიძე ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგები არიან,
ბოლო ზარი
20 მაისს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ბოლო ზარი. ეს დღე დაუვიწყარი და ემოციურად დატვირთული დღეა, ამასთანავე სევდიანი, წელსაც მეთორმეტეკლასელები სკოლის დირექციამ მწვანე ხალიჩით გააცილა და გზა დაულოცა მომავალი დიდი წარმატებებისაკენ. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის განათლების მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი, განათლების სამინისტროს, რესურსცენტრის, ასევე მედიის წარმომადგენლები.
გვერდი 17 სულ 27






