2-დ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში. კლასის ზელმძღვანელი ლალი მიქელაიშვილი.მოსწავლეებმა გამოავლინეს ღრმა ცოდნა.მადლობა ლალი მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გადალახეს ინტელექტუალური თამაშის, რა?სად?როდის?,პირველი ტური. ვულოცავთ და ვუსურვებთშემდგომ წარმატებებს
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გადალახეს ინტელექტუალური თამაშის, რა?სად?როდის?,პირველი ტური. ვულოცავთ და ვუსურვებთშემდგომ წარმატებებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროექტ „სკოლა და სასამართლოს“ ფარგლებში დღეს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობასა და სამართალწარმოებაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა: სხდომათა დარბაზი, „მეფეთა დარბაზი“ და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისა და იმ დროს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.
იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი მრავალი ღონისძიება ჩატარდა სკოლაში.
მონტაჟი "იაკობმა მოგვცა ფრთები..." წარმოადგინა 4-ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნ. ხოროიშვილი).გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები, ნახატები ასო-ბგერებთან ერთად
სწავლებელთა პროფესიული განვითარების გუნდის სამუშაო შეხვედრები
გვერდი 14 სულ 27






