ტრენერი მასწავლებლები
საქართველოს დაწყებითი (I-VI კლ) განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5 წლიანი პროგრამაა. მისი მიზანია კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესება.
პროექტში ჩართულია საქართველოს 121 საჯარო სკოლა, მათ შორის აჭარიდან 12. აჭარაში 4 ტრენერი მუშაობს, აქედან, ნატო ურუშაძე, ანა ლორია და ნარგიზ ბერიძე ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგები არიან,
ტრენინგ-პროგრამის მიზანია კითხვის სწავლება-სწავლის თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) მიდგომების დანერგვა საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე.
დასრულდა პირველი მოდული და სასკოლო ვიზიტები.მეორე მოდული შემოდგომაზე იწყება.
გისურვებთ წარმატებებს!!!







