სტუმრად გერმანიაში
ჩვენი სკოლა უკვე მესამე წელია ჩართულია ბრანდერბურგ-საქართველოს კულტურათა გაცვლით პროგრამაში, წელს ჩვენი სკოლის 6 მოსწავლე, პედაგოგ თამარ ქათამაძესთან ერთად 10 დღით, იმყოფებოდნენ ქალაქ ბერლინში, ბავშვები ცხოვრობდნენ ოჯახებში და გერმანელ ბავშვებთან ერთად საინტერესოდ გააატარეს ეს დღე, ექსკურსიებთან ერთად ბავშვები 4 დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ კენედის სახელობის სკოლის საგანმანათლებლო პროცესში-ესწრებოდნენ გაკვეთილებს, მონაწილეობას ღებულობდნენ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. მომავალი სასწავლო წელს გერმანელ თანატოლებს ველოდებით საპასუხო ვიზიტით.








