რამდენიმე კვირის წინ სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი "მაშ ვიაზროვნოთ ღირსეულად", მონაწილეობდნენ მე-5, მე-11 კლასის მოსწავლეები. მოწოდებული თემებიდან საუკეთესო 9 ნამუშევარი გამოკრულ იქნა სკოლის საინფორმაციო დაფაზე, ფარული კენჭისყრით გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებსაც დირექციამ ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ესენი არიან: პირველი ადგილი- დავით აბუსელიძე 7გ კლასი,მეორე ადგილი- ნესტან მჟავანაძე 8-ა კლასი, მესამე ადგილი-- მარიამ მალაყმაძე 10-გ კლასი.
პრესრელიზი!
2012 წლის 20 აპრილი---ახალგაზრდული ფორუმი,რომლის მიზანია,ხელი შეუწყოს პროგრამის მონაწილე პარტნიორი სკოლების ღია დიალოგის წარმართვას ,პასუხისმგებლობის გადანაწილებას,არსებული პრობლემების გავლენის,გადაჭრის კუთხით და ახალგაზრდული ჯგუფების აქტიურ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჯგუფების მუშაობას ახორციელებდა ფასილიტატორი ტრენერი პედააგოგები და დამხმარე ფასილიტატორი მოსწავლეები, რომლებიც ღონისძიების დასრულებისას დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით მონაწილეებთან ერთად.ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისათვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები,აგრეთვე მობილიზება გაუკეთდება ქალაქში,სოფელსა თუ თემში არსებულ ყველა საჭირო რესურსებს და დაიგეგმება პროექტის განხორციელება.
წლის მასწავლებელი
სსიპ ბათუმის N 2 საჯარო სკოლის კოლექტივი ულოცავს სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელს, ისტორიის პედაგოგს, მადონა გვარამიას წლის პედაგოგის წოდებას

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეორე წლიური გამოფენა - კონფერენცია ჩატარდა 11 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, რომელსაც „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მონაწილე 300-მდე პედაგოგი და სტუმარი დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ერთი წლის განმალობაში პროგრამის ფარგლებში შესრულებული აქტივობების, სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული მცირე საგრანტო პროექტების ამსახველი ფოტომასალა, ხოლო კონფერენციამ ამ ხნის მანძილზე გაწეული სამუშაოები შეაჯამა და პროგრამის წარმატებული კლუბები და პედაგოგები გამოავლინა. მასში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის CTC ხელმძღვანელმა ირინა ხანთაძემ გახსნა; პროგრამაში მიმდინარე პროცესებზე, გაწეულ სამუშაოზე და სიახლეებზე ისაუბრა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ, რომლის გამოსვლაც ამ სამუშაოების ამსახველი ვიდეო-კოლაჟის ფონზე მიმდინარეობდა; კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე;
პრესრელიზი!!!
22 აპრილი --დედამიწის საერთაშორისო დღეა.ეს, როგორც ერთობლივი ღონისძიება, დაიგეგმა სვანეთის დელეგაციის სტუმრობისას. ნინო ბერიძის მიერ მომზადდა თემა ,,დედა დედამიწა და ეკოლოგიური პრობლემები'', მომზადდა სლაიდ-შოუ,ნაჩვენები იქნა ორი დოკუმენტური ფილმი,,ერთი დღე დედამიწაზე''და ,,პლანეტა დედამიწა სამყაროს საგანძური'',ღონისძიება გაფორმდა მუსიკალურად, მოვაწყვეთ გამოფენა დედამიწის თემაზე, მოსწავლეები შემოსილნი იყვნენ მწვანე ფერით. დირექციის,სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მომავალი პედაგოგების მიერ აღინიშნა კაცობრიობის როლი დედამიწის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად .ღონისძიების დასასრულს მოსწავლეთა მიერ ქალაქში დარიგდა ფლაერები მწვანე ბუშტებთან ერთად. ყვავილის ნერგებით გალამაზდა სკოლის ეზო.
საგზაო უსაფრთხოება (სამოქალაქო განათლების კლუბი "ბალავარი")
გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეული და მსვლელობა ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ინიციატივით, გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიის ფარგლებში 10 მაისს ქალაქ ბათუმში მსვლელობა მოეწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას ეძღვნებოდა. მსვლელობა გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან 6 მაისის პარკამდე რუსთაველის ქუჩის გავლით. წელს კვირეული ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად გაიმართა. კამპანიის მიზანია "უსაფრთხო გზები ყველასთვის". ქალაქ ბათუმში მსვლელობა ქ.ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ბალავარის" და ბათუმის განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ცენტრის მხარდაჭერითა და ინიციატივით განხორციელდა.

პრესრელიზი!!!
22-24 აპრილს ჩვენს სკოლასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია თემებზე;1.“ადამიანთა უფლებების დაცვა საომარი მოქმედების დროს“, 2. „ ჰიპნოზი“.ლექციას დაესწრო მე-10 კლასის მოსწავლეები. ლექცია ჩაატარა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა,უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის II კურსის წარმატებულმა სტუდენტმა, თამარ ბაუჟაძემ.
გვერდი 18 სულ 27






