გილოცავთ დავითობას!!!
8 თებერვალი დავითობაა, როგორც ყველგან, ჩვენმა სკოლამაც აღნიშნა დავითობა,"დიდი, მეფეთა შორის წარჩინებული,აღმაშენებელი დავით..."

N 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ"ბალავარის"ინიციატივას, ჩაეტარებინათ ინტელექტუალური თამაში სამოქალაქო საკითხებზე რა? სად? როდის? ბათუმის სამოქალაქო კლუბებს შორის, გამოეხმაურა ბათუმის გამგეობის თავმჯდომარე ბატონ დავით ბაციკაძე, ჩვენს ინიციატივას მოჰყვა გამოხმაურება და 2013 წლის 25 იანვარს, N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში...
პესრელიზი!!!
რამდენიმე დღის წინ ჩვენს სკოლაში საერთაშორისო ორგანიზაცია "თანადგომის" ეგიდით გაიმართა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული აქცია, მოსწავლეებმა გერმანელი თანატოლებისაგან მიიღეს საჩუქრები.ეს ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოქმედებს დევიზით "მივცეთ მომავალი ბავშვებს.....
ქ. ბათუმის #2საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მარიზა აბაშიძეს.
დიდ მადლობას მოგახსენებთ 17 დეკემბერს თქვენს სკოლაში გამართული ღონისძიებისათვის, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მოზარდების ინფორმირებას ეხებოდა.
მინდა დავაზუსტო,რომ ვარჯიშის დროს ჯანმრთელი ადამიანის გულის ცემის მაქსიმალური მაჩვენებლის გამოსათვლელად 220-ს უნდა გამოვაკლოთ ადამიანის არათუ წონა, არამედ მისი ასაკი.
მაგალითად 220 - 20 = 200
მაშასადამე 20 წლის ჯანმრთელი ადამიანის გულის ცემა ვარჯიშის დროს წუთში არ უნდა აღემატებოდეს 200-ს

23 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო,რომელიც მიეძღვნა ჩვენი სკოლის მოსწავლეს ნიკა ფუტკარაძეს და პოეტ ქალბატონს ბელა ქებურიას.ეს იყო ნიკას საიუბილეო წლის (ოქროს დაბადების დღე)დასკვნითი საღამო. მოწვეული გვყავდა სტუმრები,რომლებმაც თავიანთი გამოსვლით გაალამაზეს საღამო. ბოლოს სკოლის დირექტორმა ნიკას სურპრიზი გაუკეთა: ნიკას მესამე წიგნის, "ჩირუხის ყვავილები"-ს სერიული გამოცემა დაფინანსდება სკოლის ბიუჯეტიდან.
გვერდი 21 სულ 27






