georgia  united kingdom  

ბოლო ზარი

20 მაისს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ბოლო ზარი. ეს დღე დაუვიწყარი და ემოციურად დატვირთული დღეა, ამასთანავე სევდიანი, წელსაც მეთორმეტეკლასელები სკოლის დირექციამ მწვანე ხალიჩით გააცილა და გზა დაულოცა მომავალი დიდი წარმატებებისაკენ. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის განათლების მინისტრი ბატონი გიორგი თავამაიშვილი,  განათლების სამინისტროს,  რესურსცენტრის, ასევე მედიის წარმომადგენლები.