პრესრელიზი
1921 წ 25 თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხის ისტორიაში.ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი -ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა ქართველმა ხალხმა, და არა მხოლოდ ისინი, არასოდეს არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს მათი გმირობა. დღევანდელი დღე არის შეხსენება იმ ტკივილისა, რომელიც არასოდეს არ უნდა განელდეს, ამიტომაც ბათუმის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ,,ბალავარის’’წევრებმა დილიდანვე თითოეული სკოლის მოსწავლისათვის დაამზადა ყაყაჩოები-- 25 თებერვალს დაღუპულთა სიმბოლო, პატივი მიაგეს იმ დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას,

ამა წლის 31 მარტს გამომცემლობა "მწიგნობარმა" ჩაატარა კონკურსი მხატვრულ კიტხვაში. რომელიც ხელს უწყობს აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებაც დაიმსახურეს. ესენი არიან ლიზი გაბრიჭიძე და ეკა რუსია.

სიყვარულო ძალსა შენსა!!!
15 აპრილს სკოლამ თავის საყვარელ კოლექტივსა და მოსწავლეებს ორიგინალურად და მოკრძალებულად მიულოცა სიყვარულისა და ქართული ენის დღე.ყველას ქონდა საშუალება კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, როგორც სიყვარულზე ასევე ქართულ ენაზე.
ბათუმიდან ბრიუსელამდე!!!
სამწლიანი პროექტის ფარგლებში "დემოკრატია იწყება შენით", რომელიც ემსახურება სამხრეთ კავკასიის რეგიონებს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას.
აჭარის N2 საჯარო სკოლამ წელს უკვე მეორედ გაუშვა მოსწავლე ბრიუსელში, რატი მურვანიძე, რომელმაც შეძლო საუკეთესო შედეგების მიღება. გზა დავულოცოთ მას შემდეგი წარმატებებისაკენ.

საინტერესოდ ჩატარდა 8-ა კლასში ღია გაკვეთილი მუსიკაში,მასწავლებელი მთვარისა ბაბილოძე, მოსწავლეებმა კარგი მასალა მოიძიეს და წარმოადგინეს გაკვეთილზე, ქონდათ პრეზენტაციებიც, საინტერესო კითხვებს სვამდნენ. პმოწავეული იყო სტუმრები, გაკვეთილს დირექციაც ესწრებოდა.
2013 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმის N 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა პროკურორების შეხვედრა მოსწავლეებთან,შეხვედრის მიზანი იყო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ლექციის ჩატარება.ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებასა და მის ძირითად კომპეტენციებზე.შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.კითხვებს პროკურატურის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრები გრძელდება.
გვერდი 19 სულ 27






