აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში ჩატარდა "კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის" და "საგნობრივი ოლიმპიადა"
მათემატიკაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა ნიკოლოზ გურამიშვილი ( პედაგოგი მაია დევაძე)
მათემატიკაში მესამე ადგილის მფლობელი გახდა თომა მიქელაძე ( პედაგოგი მაია დევაძე)
ქართულში მესამე ადგილი დაიკავა ანასტასია ბერიძემ ( პედაგოგი ზიტა მიქაბერიძე)
დაწყებითი საფეხურის გუნდურ შეჯიბრში ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი ადგილი “მთიები1”-ს ერგო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში გაიმართა. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
შეხვედრაზე სსიპ ქალაქ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სამი ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა, მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის წამყვან პედაგოგბს- ქართული ენისა დ ა ლიტერატურის მასწავლებლებს-მანანა გეგენავას, მარინე გეთიას და მათემატიკის მასწავლებელს ნანი აფხაძეს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, მათი მოსწავლეები მუდმივად იმარჯვებენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში, რაც მათ პროფესიონალიზმსა და ეფექტური სწავლების მეთოდებზე მიუთითებს.
![]()
კვლავაც წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლებაა.
საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოცხადებულია მულტიმედია-კონკურსი აფხაზეთის თემაზე, სადაც მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოებს ჟიური შეაფასებს და დეკემბერში გამარჯვებულებს გამოავლენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა.
საგანმანათლებლო პროგრამა - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერასა და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის.
გამარჯვებული მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე, 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. პროგრამაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა კონკურსის წესით ხდება.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ქვეკატეგორიები
გვერდი 1 სულ 31










