georgia  united kingdom  

მესამე სასკოლო მშობელთა კონფერენცია

3 M (მოსწავლე, მშობელი,მასწავლებელი)

პატივცემულო მშობლებო!

მადლობას გიხდით მშობლეთა კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის. თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და ჩვენი შვილების წარმატებისთვის.

IV ბ კლასის მოსწავლეებმა , სკოლის სააქტო დარბაზში, მოაწყვეს მინი-მუზეუმი, სადაც გამოფინეს მათ მიერ მოძიებული ძველი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები, ტექნიკა, სათამაშოები და ოჯახური რელიქვიები. მოსწავლეებმა მუზეუმის გახსნაზე მოიწვიეს სკოლის დირექცია და I-IV კლასის მოსწავლეები. გიდებმა დამთვალიერებლებს გააცნეს მუზეუმში ქცევის წესები და ისაუბრეს წარმოდგენილი ექსპონატების შესახებ.

 

კონფერენცია ბიოლოგიაში სკოლის 125 წლის იუბილეს მიეძღვნა.მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაციები,ნახეს ფილმი სკოლის ისტორიის შესახებ.კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

 

ანტინარკოტიკული კამპანიის - ,,მე მომავალში” რეგიონის მასშტაბით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კამპანიის ფარგლებში, 10-12 დეკემბერს ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის ათი საჯარო სკოლის მოსწავლეები. ინიციატივის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

დასკვნით ეტაპზე სპორტულ თამაშებში გამარჯვებულების, ასევე კომიქსებისა და ესეების კონკურსში მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.კომიქსების კონკურსში გაიმარჯვა მე-8 კლასის მოსწავლემ ნია მალაყმაძე

კამპანია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. სპორტული ღონისძიებები აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ”

ეს ჩვენი სკოლის დევიზია. წელსაც არ ვუღალატეთ ტრადიციას და , ამ ეტაპზე, 12 ოჯახი გავახარეთ,

მადლობა ყველას- მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და დირექციას

დამდეგს გილოცავთ დიდი სიყვარულით

მინდა ვუთხრა მადლობა ლევან სამხარაულის სახელობის აჭარის რეგიონული ექსპერტიზის თანამშრომლებს ჩვენ მიერ მიწოდებული ოჯახის დახმარებისათვის

ქვეკატეგორიები