
ძვირფას ქალბატონებს!!!
გილოცავთ გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულს!
"ია-ია დაგიკრიფეთ,
ლურჯთვალა და კოპწია,
რვა მარტი და გაზაფხული
ერთად მომილოცნია."
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!
უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.
მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს.....
პრესრელიზი!!!



დამთავრდა მეთორმეტე კლასელთა გამოცდების პირველი ეტაპი,
ვულოცავთ ყველას!!!!
ხოლო იმ მოსწავლეებს,რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, ვუსურვებთ წარმატებებს ზაფხულის სესიაზე....
აჭარის საგნობრივი ოლიმპიადა
2013 წლის 16,17,23 მარტს სკოლებში გაიმართება საგნობრივი ოლიმპიადა,ქართულ ენასა და ლიტერატურაში,ფიზიკაში,ინგლისურ ენაში,ბიოლოგიაში,მათემატიკასა და ქიმიაში.
გისურვებთ წარმატებებს!!!

ექვთიმე თაყაიშვილი!!!
2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა, ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა პროექტების კონკურსი „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ", რომელიც მიზნად ისახავს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაციას, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისებას, ასევე ხელს შეუწყობს გუნდურ მუშაობასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ კონკურსში, სკოლის გამარჯვებულად ორი პროექტი დასახელდა, ესენი არიან; 9-დ კლასის მოსწავლე მარიამ სანაძე და 9-ა კლასის მოსწავლე ნატალია ტუღუში.
ვუსურვებთ გამარჯვებას!!!
ღია გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში(მასწ. ნატო ურუშაძე).7-გ კლასში ღია გაკვეთილი თემაზე "ჩვენი წინაპრები", წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში,მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, ჩართული იყო ყველა მოსწავლე, გაკვეთილი მაღალ დონეზე ჩატარდა.გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი,მოადგილეები, მოწვეული სტუმრები და მასწავლებლები.
გვერდი 20 სულ 27






