georgia  united kingdom  

 ბათუმის მე–2 საჯარო სკოლის ყველა ქომაგსა და გულშემატკივარს, ყველას, ვისთვისაც მეორე სკოლელობა ღირსებისა და სიამაყის საფუძველი და განსაკუთრებული ,,სამარკო ნიშანია" , გ ი ლ ო ც ა ვ თ  სკოლის 113-ე წლისთავს!!! გისურვებთ, საყვარელი სკოლის მარადიულ ახალგაზრდობას, წარმატებებს, დამსახურებულ პატივისცემას და მაღალ რეიტინგს!!!

2 სკოლის ფლეშმობი


ჩვენი სკოლა 113 წლისაა!

ბათუმის მე–2 საჯარო სკოლის ყველა ქომაგსა და გულშემატკივარს, ყველას, ვისთვისაც მეორე სკოლელობა ღირსებისა და სიამაყის საფუძველი და განსაკუთრებული ,,სამარკო ნიშანია" , გ ი ლ ო ც ა ვ თ  სკოლის 113 წლისთავს! გისურვებთ, საყვარელი სკოლის მარადიულ ახალგაზრდობას, წარმატებებს, დმსახურებულ პატივისცემას და მაღალ რეიტინგს!

1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ,6 მაისის პარკში N2  საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ,რომელშიაც მონაწილეობას ღებულობდა 2 საჯარო სკოლის სტუდია ,,ანდამატი''გამოფენა -გაყიდვით,სამოქალაქო კლუბ ,,ბალავარი'', შემოქმედებითი მოსწავლეებით, მუსიკალური ნომრებით და ჯგუფი ,,folk'', სასულიერო გიმნაზიის მუსიკალური ჯგუფი ,, საერო ელიტარული სკოლა ,,გორდა'' გამოფენა- გაყიდვით, ასევე ,,შავფაროსნები''-ქართული საბრძოლო ხელოვნების შემსრულებლები.შესრულდა ნახატები ,,ბავშვთა უფლებების ''თემაზე,დარიგდა ფლაერები და ბუშტები ,ასევე სახე მოუხატეს პატარებს ,სრულდებოდა პორტრეტები და შემოსული თანხა 76.60ლ,5$,1 თურქული ლირა,გადაირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრის ,,ცხოვრების ყვავილები''-ს ანგარიშზე .

დაიწყო ცოდნის მიღების, ახალი მეგობრების შეძენისა და დღესასწაულების წელი,  საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო, მათთვის დღევანდელი დღე  სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. გისურვებთ წარმატებით გევლოთ ამ გზაზე!!! 

 

პრეზენტაცია თემაზე; "პატარა არსების შესწავლა"

ასე ეწოდებოდა ღია გაკვეთილს ბუნებაში  IV-5 კლასში (მასწ. ხათუნა ჩუბინიძე).მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოადგინეს სამი პროექტის პრეზენტაცია;

1."მიჰყევი ჭიანჭველის კვალს"

2. "შეისწავლე ხოჭოები"

3. "მოაწყვე ჭიების საბუდარი"

პროექტი ითვალისწინებდა პატარა არსებების შესწავლას უშუალო დაკვირვებებისა და ექსპერიმენტიების საფუძველზე