
ამა წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების მიერ, გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში ჩვენი სკოლის IV-5 კლასის მოსწავლეთათვის (მასწ. ხათუნა ჩუბინიძე) ჩატარდა სასწავლო ინტერაქტიული გაკვეთილი, რომელიც ეხებოდა პირველი ევროპელი ადამიანის განსახლების ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.
ბავშვებმა ნახეს ფილმი უძველესი ადამიანების ყოფისა და საქმიანობის შესახებ, მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები. ასევე მიეცათ საშუალება დაეხატათ უძველესი ადამიანების მიერ კლდეზე თუ გამოქვაბულებში დახატული ნახატები. დაურიგდათ სამახსოვრო მაისურები აჭარის სხვადასხვა ძეგლების გამოსახულებით







