georgia  united kingdom  

საგზაო უსაფრთხოება (სამოქალაქო განათლების კლუბი "ბალავარი")

გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეული და მსვლელობა ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ინიციატივით, გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიის ფარგლებში 10 მაისს ქალაქ ბათუმში მსვლელობა მოეწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას ეძღვნებოდა. მსვლელობა გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან 6 მაისის პარკამდე რუსთაველის ქუჩის გავლით. წელს კვირეული ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად გაიმართა. კამპანიის მიზანია "უსაფრთხო გზები ყველასთვის". ქალაქ ბათუმში მსვლელობა ქ.ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ბალავარის" და ბათუმის განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ცენტრის მხარდაჭერითა და ინიციატივით განხორციელდა.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო აჭარის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ცნობილმა პიროვნებებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. მონაწილეებს ეცვათ სპეციალური მაისურები, გამვლელებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები და აქსესუარები. გაეროს მეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 6-12 მაისს მსვლელობები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიიმარა. გლობალურ კამპანიას საქართველოც შეუერთდა.მსველობა დასრულდა სამოქალაქო კლუბების ბაზაზე არსებული მუსიკალური ჯგუფების კონცერტით-ჯგუფი,,ფოლკი’’და თამთა ხუხუნაიშვილის მონაწილეობით.