georgia  united kingdom  

2026 წლის 9-11 იანვარს, ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა: მადონა ჯაყელმა, ნადია გუნდაძემ და გიორგი გორჯელაძემ მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ პროექტში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის“.

პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის საკითხების სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

.1991 წლიდან 2004 წლამდე სკოლა დავით აღმაშენებლის სახელს ატარებდა. ამიტომაც, ტრადიციულად, ყოველ დავითობას სკოლა განსაკუთრებით აღნიშნავს.

ყველა კლასში ჩატარდა საუბრები და პრეზენტაციები. მოწვეული იყო ირაკლი ბარამიძე - ბსუ ასოცირებული პროფესორი, ხათუნა დიასამიძე - ბსუ ასოცირებული პროფესორი, ოლეგ ჯიბაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიის და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი რომელთა საუბრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

https://www.facebook.com/100068780929078/videos/2616884118469998/

მიუსაფარ ცხოველთა( კნუტების და ლეკვების) გამოფენა-გაჩუქება.🚩🚩.

პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ბავშვობის ასაკიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტერილიზაცია/კასტრაციის მნიშვნელობა,რომ ეს არის უმთავრესი გზა შემცირდეს მიუსაფართა რაოდენობა ქუჩებში და დავანახოთ საზოგადოებას.

  ღონისძიება, რომელიც თანასწორობის კვირეულის ფარგლებში მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ბატონი გელა გელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი. სტუმრების წინაშე წარსდგა  ბათუმის N2 საჯარო სკოლის ჯაზ-ბენდი, კალისტრატე ცინცაძის ხელმძღვანელობითა და 

 სკოლის ფოკლორული ანსანბლი ანა გულედანის ხელმძღვანელობით,.მოეწყო მე-7 კლასელების მიერ დამზადებული პოსტერების გამოფენა და წარდგენა.