დღეს სცენაზე ერთი დიდი ოცნება გაცოცხლდა.
სპექტაკლი, რომელიც იდეიდან პირველ ნაბიჯამდე, რეპეტიციებიდან პრემიერამდე, დიდ სიყვარულსა და შრომაში დაიბადა.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეცხრე კლასელებს — თქვენმა სიმამაცემ, შრომამ და გულწრფელობამ ეს სცენა ნამდვილ ხელოვნებად აქცია.
თქვენ მაჩვენეთ, რამდენად დიდი შეიძლება იყოს პატარა ასაკში პასუხისმგებლობა და სიყვარული საქმისადმი.
მადლობა ყველას, ვინც გვიჯერა, ვინც გვიყურა და ვინც ამ დღეს ჩვენთან ერთად განიცადა.