IV ბ კლასის მოსწავლეებმა , სკოლის სააქტო დარბაზში, მოაწყვეს მინი-მუზეუმი, სადაც გამოფინეს მათ მიერ მოძიებული ძველი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები, ტექნიკა, სათამაშოები და ოჯახური რელიქვიები. მოსწავლეებმა მუზეუმის გახსნაზე მოიწვიეს სკოლის დირექცია და I-IV კლასის მოსწავლეები. გიდებმა დამთვალიერებლებს გააცნეს მუზეუმში ქცევის წესები და ისაუბრეს წარმოდგენილი ექსპონატების შესახებ.









