ანტინარკოტიკული კამპანიის - ,,მე მომავალში” რეგიონის მასშტაბით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
კამპანიის ფარგლებში, 10-12 დეკემბერს ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის ათი საჯარო სკოლის მოსწავლეები. ინიციატივის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
დასკვნით ეტაპზე სპორტულ თამაშებში გამარჯვებულების, ასევე კომიქსებისა და ესეების კონკურსში მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.კომიქსების კონკურსში გაიმარჯვა მე-8 კლასის მოსწავლემ ნია მალაყმაძე
კამპანია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. სპორტული ღონისძიებები აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.









