4 ოქტომბერი ცხოველთა საერთაშორისო დღეა. ჩვენი სკოლა ყოველ წელს აღნიშნავს ამ დღეს თეონა ყურშუბაძის ხელმძღვანელობით
დღევანდელი ჩვენი ღონისძიებაც ცხოველთა დღეს ეძღვნებოდა, ამ ღონისძიების სლოგანი იყო "ცხოველიც სულიერია", რადგან საქართველოს კანონმდებლობაში ცხოველი ნახსენებია როგორც საგანი,
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებაში,განსაკუთრებით ბავშვებში ცნობიერების ამაღლება.
ბათუმის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში "შემოდგომის სერენადები" გაიმართა მოწვეული მწერლების შეხვედრა მოსწავლეებთან.
თავიანთი შემოქმედებას მოსწავლეებს გააცნო გიო ზედვაკელმა, ირინკა წიკლაურმა, ანი კოპალიანმა, ნუკრი ბერეთელმა

მოწვეულმა სტუმრებმა ჩაატარრეს ლექცია, მოუწოდეს მოსწავლეებს გახდნენ საქართველოს ჯარისკაცები დ აპრეზენტაციის სახით აჩვენეს საქართველოს ჯაროს ყოფა-ცხოვრება.
რობოტიკა და პროგრამირება სწრაფად ხდება საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ტექნიკური საგნების სწავლებასთან.
ფიზიკისა და მათემატიკის ძირითადი ცოდნისა და გამოცდილების ვიზუალიზაცია სწორედ რომ LEGO და რობოტებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამ თემის ირგვლივ ჩატარდა დღეს სკოლაში ძალიან საინტერესო ლექცია.
ა(ა) იპ
პასკალი 2012
მისი ხელმძღვანელი
დავით ადამაძე
STEAM განათლება ყველასათვის
2024 წლის 10 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში,VII-ბ კლასმა წარმოადგინა ღონისძიება - „ მათემატიკური ამბები“- ორგანიზატორი, კლასის ხელ-ლი, მათემატიკის მასწავლებელი მაია დევაძე.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებში მათემატიკის, როგორც საგნისადმი ინტერესის გაღრმავება.კლასის თითოეული მოსწავლე იკვლევდა ღონისძიებისათვის მასალებს - ეს იქნებოდა ისტორიული მონაცემები, უნივერსალური სწავლული „მეცნიერების ნათლია“ - არისტოტელედან დაწყებული, ლაიბნიცი, კანტორი, აინშტაინი - უდიდესი ქართველების, მუსხელიშვილის, ვეკუას და ა.შ. ჩათვლით. ისაუბრეს მათემატიკის უმნიშვნელოვანეს როლზე ადამიანის ცხოვრებაში
ქვეკატეგორიები
გვერდი 3 სულ 4






