პრესრელიზი
1921 წ 25 თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხის ისტორიაში.ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი -ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა ქართველმა ხალხმა, და არა მხოლოდ ისინი, არასოდეს არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს მათი გმირობა. დღევანდელი დღე არის შეხსენება იმ ტკივილისა, რომელიც არასოდეს არ უნდა განელდეს, ამიტომაც ბათუმის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ,,ბალავარის’’წევრებმა დილიდანვე თითოეული სკოლის მოსწავლისათვის დაამზადა ყაყაჩოები-- 25 თებერვალს დაღუპულთა სიმბოლო, პატივი მიაგეს იმ დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას,







