ჩვენი სკოლის თვითმმართველობამ ამა წლის 25-28 თებერვალს სკოლაში ჩაატარა შიდა სასკოლო ღონისძიება „ყველაზე ჭკვიანი“, მონაწილეობდა 9-10-11 კლასები
პირველ ადგილზე გავიდა ზოიძე არიადნა
მე-2 ადგილზე -გიორგი ბლადაძე , ხოლო მე-3 ადგილზე კონსტანტინე ფირცხალავა.
სკოლის დირექციამ მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა.
სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა, ოქროს მედალი ჩვენი სკოლის 8 მოსწავლემ მიიღო. ვუსურვოთ წარმატებები, ხოლო სკოლის მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დამთავრება.
უკვე მესამე წელია კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უმცროს კლასელთათვის სკოლებში ატარებს სემინარებს "სიკეთის გაკვეთილები". აღნიშნული მოდული შემუშავებულია აშშ-ში მოქმედი ორგანიზაციის WORLD INSTITUTE ON DISABILITY-ის მიერ და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს,რომელიც მსოფლიოშია აღიარებული.
"გავაცოცხლოთ ფერწერა",ასეთი სათაურით ჩატარდა საქალაქო პროექტი,სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა საუკეტესო ორიგინალის ნომინაციით დაჯილდოვდნენ. გილოცაააააააააავთ
ბათუმის #2 საჯარო სკოლამ ავღანელების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა. ავღანეთიდან ახალ ჩამოსული ბიჭები სკოლაში გაკვეთილებზე მოვიწვიეთ,მე-10-11 კლასელებმა კითხვები დაუსვეს,რაზედაც ძალიან საინტერესო პასუხები მიიღეს.
ბათუმის #2საჯარო სკოლის საქველმოქმედი პროექტის "კაცი კაცითაო"-ს ფარგლებში , მეორე აქცია ჩავატარეთ, შევაგროვეთ1500 ცალი პამპერსი და გადავეცით მოხუცთა სახლს.
გვერდი 11 სულ 27






