ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ნატო ურუშაძემ ქართული ენის ბრწყინვალე გაკვეთილი ჩაატარა 7-ა კლასში. წარმატებები ნატოსა და მოსწავლეებს.
დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა: ქეთევან გიორგაძემ, სანათა ღაღაიშვილმა და მადონა ფედიჩკინამ ღია გაკვეთილები ჩაატარეს quiz-ის ტესტების გადაცემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ამ პროგრამის ათვისების შესაბამისი უნარი გამოავლინეს.
ბათუმის #2საჯარო სკოლის საქველმოქმედი პროექტის "კაცი კაცითაო"-ს ფარგლებში 300 ცალი კვერცხი და 500 ცალი პასკა გადავეცით მოხუცთა სახლს..
4 მარტს 55 წელი გავიდა,როცა ისტორიის მასწავლებელმა ქალბატონმა მედეა კეშელავამ დაიწყო სკოლაში მუშაობა, მას შემდეგ დაუღალავად, მუხლჩაუხრელად შრომობს,ძალიან უყვარს ბავშვები, ამ წლების განმავლობაში თანამშრომლების დიდი სიყვარული დაიმსახურა. გილოცავთ! ქალბატონო მედეა!!!
29 მარტს ჩატარდა V რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში, რომელიც ჩაატარა ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლა-ლიცეუმმა "სხივი".
ჩვენი სკოლის IV კლასის მოსწავლემ გიორგი ვარშალომიძემ (პედაგოგი მაკა ცომაია) საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი აიღო და notebook-იც გადასცეს. გილოცავთ გიორგი და წარმატებებს გისურვებთ.
დასრულდა პროექტი ,,წიგნიერება"( დიდი წიგნების სერიიდან)
სკოლის დირექტორმა -ქალბატონმა მარიზა აბაშიძემ დააჯილდოვა პროექტში გამარჯვებული მოსწავლეები. გილოცავთ
გვერდი 10 სულ 27






