საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროექტ „სკოლა და სასამართლოს“ ფარგლებში დღეს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობასა და სამართალწარმოებაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა: სხდომათა დარბაზი, „მეფეთა დარბაზი“ და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისა და იმ დროს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.






/p






