georgia  united kingdom  

"ვეხმარებით მუშკუდიანების ოჯახს-ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ", ეს დევიზი გახდა ჩვენი სკოლის ქველმოქმედების მთავარი სლოგანი. კადრებმა, რომლებმაც მთელი ქვეყანა შეძრა, რა თქმა უნდა, ჩვენც არ დაგვტოვა გულგრილი, განსაკუთრებით მუშკუდიანების ოჯახის ტრაგედიისადმი.

კიდევ ერთი,ტრადიციული,საქველმოქმედო აქცია....ჩვენი სკოლის მიერ ორგანიზებული,კიდევ ერთი იმედით გამთბარი ოჯახი.. სკოლის სახელით მადლობას გიხდით აქციის ყველა მონაწილეს! უფალი გფარავდეთ!

მე-3 ა კლასის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი აღდგომის ღონისძიება (დამრიგებელი ზოია გორდაძე) წარმატებებს გისურვებთ ზოია მასწავლებელო

გადავწყვიტე პატარები წამეყვანა მოხუცთა სახლში და გაოგნებული დავრჩი, ისეთი გულისხმიერებით,სათნოებით,ცრემლიანი თვალებით შეუტანეს ბავშვებმა მოხუცებს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვილი სააღდგომო საჩუქრები- 1300 ცალი კვერცსი, 800 ცალი პასკა და 750 ცალი პამპერსი-,მათ თვალებში ამოვიკითხე გაკვირვება--რა სისუფთავე, რა სურნელი საკმეველისა, რა ყურადღება მომსახურე პერსონალის მხრიდან.უკან რომ ვბრუნდებოდით ტრანსპორტში სრული სიჩუმე იყო, ერთი სიტყვა არცერთს არ უთქვამს. ეს რას მივაწერო არ ვიცი, ალბათ ფიქრობდნენ, რაზე ნეტავ?
მადლობა ყველას ვინც მათზე ზრუნავს და ეფერება მათ!
გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!!!

სკოლის წარმატებული მოსწავლეები, ლელა შარაძე და სალომე დეკანაძე.ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას!

ინგლისურის გაკვეთილი პირველკლასელთათვის სკოლის ჯეოსელის კაბინეტში.პედაგოგი ქეთი პაპავა