გადავწყვიტე პატარები წამეყვანა მოხუცთა სახლში და გაოგნებული დავრჩი, ისეთი გულისხმიერებით,სათნოებით,ცრემლიანი თვალებით შეუტანეს ბავშვებმა მოხუცებს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვილი სააღდგომო საჩუქრები- 1300 ცალი კვერცსი, 800 ცალი პასკა და 750 ცალი პამპერსი-,მათ თვალებში ამოვიკითხე გაკვირვება--რა სისუფთავე, რა სურნელი საკმეველისა, რა ყურადღება მომსახურე პერსონალის მხრიდან.უკან რომ ვბრუნდებოდით ტრანსპორტში სრული სიჩუმე იყო, ერთი სიტყვა არცერთს არ უთქვამს. ეს რას მივაწერო არ ვიცი, ალბათ ფიქრობდნენ, რაზე ნეტავ?მადლობა ყველას ვინც მათზე ზრუნავს და ეფერება მათ!
გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!!!









