საოცარი დღის საოცარი დასასრული,დღეს ჩვენს სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი,,ბალავარი”,რომლის გახსნის პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი : მარიზა აბაშიძე , რომელმაც მიულოცა მოსწავლეებს კლუბის გახსნა. თანამშრომლობა და ერთობლივი ზრუნვა შესთავაზე უსაფრთხო სასკოლო გარემოზე,მოლოდინი დიდია, კლუბს უდიდესი მისია აკისრია სამოქალაქო განათლების როლის ამაღლება . მოქალაქეობრივ ღირებულებებზე ორიენრტირებული მოქალაქეების აღზრდა კი კლუბის მთავარ მიზანად იქცა.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რეგიონის მასშტაბით ღონისძიებები გრძელდება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები ყვავილებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღო და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა: „ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღესასწაულს, ქედს ვიხრით თქვენი კეთილშობილური და გმირული საქმიანობის წინაშე. გვეამაყება, რომ ასე ურყევად დგახართ ჩვენი ქვეყნისა და კუთხის სადარაჯოზე“.
დღეს ასტრიდ ლინდგრენის დღეა!
დღეს დავბრუნდით ბავშვობაში- ასტრიდის ზღაპრული სამყაროში. ანა ლორიამ მე-12 კლასელებს ბავშვობა გაახსენა და თვითონაც ბავშვურად გამოეწყო. რა სილამაზე იყო! ცოტა ხნით, მაგრამ ულამაზესი დღე...
"მარიამის შვილობილი"-ასე ერქვა ძმების გრიმების ზღაპრის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს,რომელიც ჩვენს სკოლაში ჩატარდა (ხელ-ლები: თამარ ქათამაძე, მედეა ცინცაძე და ნესტან ნიჟარაზე). მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ხელი შეუწყო ამ სპექტაკლის განხოეციელებას.
გვერდი 3 სულ 27


ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალ 2018 წელს




