georgia  united kingdom  

 

ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ძალიან საინტერესო და ბავშვებისათვის აუცილებელი გაკვეთილები, რომელიც მირანდა გორგოშიძემ,მადონა გვარამიამ და პოლიციის თანამშრომელმა ლელა კვანტალიანმა ჩაატარეს.

სკოლაში ჩატარდა ფიზიკის ღია გაკვეთილი_თემა: ხახუნის  ძალის როლი დახრილ სიბრტყეზე მოძრაობისას" (პედ. მზევინარ იმედაშვილი)

ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს ჯანდაცვის ფონდმა "უსაფრთხო სკოლა "უსაფრთხო ბავშვობა", რომელიც პილოტირებას ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში გადის, დღეს საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა. ჩვენმა მე-4 კლასელებმა (პედ. ნ.ფაღავა) ნინი კონცელიძემ, მართა ბარამიძემ და ლევან აროშიძემ ფანტასტიური პრეზენტაციით "არა ძალადობას" მოიწონეს თავი. წარმატებებს ვუსურვებთ ამ პატარებს.

ასე აღვნიშნეთ მასწავლებელთა კვირეული სკოლაში, გაიმართა ჩემპიონატი ნარდში, მონაწილეობდა როგორც ჩვენი სკოლის, ასევე ქალაქის რამდენიმე სკოლის მასწავლებელი და ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრები.