"ვეხმარებით მუშკუდიანების ოჯახს-ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ", ეს დევიზი გახდა ჩვენი სკოლის ქველმოქმედების მთავარი სლოგანი. კადრებმა, რომლებმაც მთელი ქვეყანა შეძრა, რა თქმა უნდა, ჩვენც არ დაგვტოვა გულგრილი, განსაკუთრებით მუშკუდიანების ოჯახის ტრაგედიისადმი.
გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ამ ოჯახს. სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ყველაფრის გარეშე დარჩენილები, რაც მთავარია ცოცხლები. ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლემ,მასწავლებელმა თუ მშობელმა გაითავისა მათი ტკივილი და განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდა ჩვენს ინიციატივას. უმოკლეს დროში შეგროვდა ოჯახისათვის ყველა საჭირო ნივთი და ჩვენივე მშობლის დახმარებით ჩავუტანეთ დაზარალებულ ოჯახს. მადლობა დირექციას, მასწავლებლებს და მშობლებს.







