georgia  united kingdom  

 უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ყოველი წლის კვირაცხოვლობა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დღეა. გვახსოვდეთ,"ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს! გაიღეს სისხლი-გადაარჩინეთ სიცოცხლე!
ასეთი იყო დევიზი იმ ღონისძიებისა ,რომელიც 2 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ლია კასპელაშვილმა  ჩაატარა 6 მაისის სახელობის პარკში.

 

ხელი ხელს’’--- საქველმოქმედო საღამო. ჩვენივე სკოლის მოსწავლის ნოდარ მამფორიას დასახმარებლად   კლუბმა გამოიჩინა ინიციატივა და  3 აპრილს 14 საათზე ჩატარდა საქველმოქმედო სასიამოვნო საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი სკოლის შემოქმედი და მუსილალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები,რომლებმაც სასიამოვნო საღამო აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. ჩვენივე სკოლის სიამაყე, ნორჩი  პოეტი ნიკა  ფუტკარაძე,  წარსდგა თავისი შემოქმედებით და  აუქციონზე გამოიტანა საკუთარი ლექსების კრებული,შემოსული  თანხა გადაირიცხა ფონდში, ასევე შემოწირული  თანხა 370.50 ლარი გადაირიცხება ნოდარ მამფორიას ფონდში საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE72BG0000000302788700GEL

სამოქალაქო კლუბი

8-12 აპრილს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), პროექტის დირექტორი-პავლე თვალიაშვილი და პროექტის კოორდინატორები თეა მხეიძე და ია გურჩიანი ახორციელებდა სასწავლო ტურს ზემო სვანეთის ახალგაზრდა ლიდერებისათვის. სასწავლო ტურში მონაწილეობას ღებულობდა ფარის, ლატალის, ეცერის,ჭუბერის,მაზერის თემიდან 15 ახალგაზრდა. სასწავლო ტური მიზნად ისახავდა წარმატებულ ორგანიზაციებთან ვიზიტს ბათუმში ,ზუგდიდში , ოზურგეთსა და ქუთაისში .სწორედ ამ...

2012 წლის 5 დეკემბერს, ბათუმში, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენე მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, რომლებმაც მოხალისეობრივ საქმიანობაზე ისაუბრეს. სამოქალქო კლუბის წევრები ნაყოფიერად თანამშრომლობენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან და...

 

აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო პროექტში ჩვენი სკოლის მიერ წარდგენილი ორი პროექტი დაფინანსდა, ერთ-ერთი თეატრალური წრე "სახიობაა",რომლის მიზანია სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება,ჩართულობა,სოციალურ-ფსიქოლოგიური განვითარება,  თვითრეალიზება,სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება,კლუბის ხელმძღვანელი მედეა ცინცაძეა,


ჩვენს სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო კლუბი,რომელსაც სათავეში უდგას მადონა გვარამია.

2 ნოემბერს სიქა-ს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სტუმრად ეწვია აჭარის დელეგაცია.