სამოქალაქო კლუბი
8-12 აპრილს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), პროექტის დირექტორი-პავლე თვალიაშვილი და პროექტის კოორდინატორები თეა მხეიძე და ია გურჩიანი ახორციელებდა სასწავლო ტურს ზემო სვანეთის ახალგაზრდა ლიდერებისათვის. სასწავლო ტურში მონაწილეობას ღებულობდა ფარის, ლატალის, ეცერის,ჭუბერის,მაზერის თემიდან 15 ახალგაზრდა. სასწავლო ტური მიზნად ისახავდა წარმატებულ ორგანიზაციებთან ვიზიტს ბათუმში ,ზუგდიდში , ოზურგეთსა და ქუთაისში .სწორედ ამ...
ვიზიტის ფარგლებში მოხდა 10 აპრილს ბათუმის 2 საჯარო სკოლაში სტუმრობა სამოქალაქო კლუბ,,ბალავართან'', განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ცენტრის ღონისძიების ფარგლებში. კლუბმა ზემო სვანეთის თანატოლებს დახვედრა მოუწყვეს და იზრუნეს მათ სასიამოვნო განწყობაზე,ასევე მოხდა გამოცდილების გაზიარება ზემო სვანეთის თანატოლებთან პრეზენტაციისა და აქტივობების სახით, სადაც თითოეულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა საკუთარი იდეები და შევთანხმდით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაზე.ასევე დაიგეგმა ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერება, თანამშრომლობის ხელშეწობა.







