georgia  united kingdom  

 

ჩამოტვირთეთ დებულება

ჩვენს  სკოლაში, ფუნქციონირებს ბადმინტონის წრე, რომელშიც მოზარდები  აქტიურად არიან ჩართულები.

წრის მიზანია უნარების -სამართლიანი თამაში ,გუნდური სულისკვეთება, ინდივიდუალური და გუნდური თვით გამოხატვა, ურთიერთდახმარება, შინაგანი დისციპლინა,ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა,პასუხისმგებლობის განაწილება და ლიდერობა,არაძალადობრივი ურთიერთქმედება,კოლეგიალობა და ურთიერთგაგება.

 

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, სკოლის მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით,  სკოლას საჩუქრად გადასცა მუსიკალური ინსტრუმენტები, რამაც საფუზველი ჩაუყარა ბენდის ჩამოყალიბებას. ბენდში გაწევრიანებულია 15 მოსწავლე , ისინი მონაცვლეობით გამოდიან ამა თუ იმ ღონისძიებაზე.

 teatr1.jpg 

ჩამოტვირთეთ დებულება

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ 🎇
ვაჟა-ფშაველას მიხედვით „სათაგური“ ბათუმის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლა, რომელმაც საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გაიმარჯვა.
🖇 ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“. დირექტორი მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი.
🎊 ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო & ქალაქ ბათუმის მერია.

ვაჟა-ფშაველას მიხედვით „სათაგური“ ბათუმის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლა. საუკეთესო რეჟისურის მფლობელები გავხდით

 

ჩამოთვირთე დებულება

პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" II შემაჯამებელი ღონისძიება

7 ივნისს, სასტუმრო „ჰილტონ - ბათუმში“ გაიმართა II შემაჯამებელი ღონისძიება, ჩვენი პროექტის „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“ ფარგლებში.

შემაჯამებელი ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა:

ნაწილი I:  მიეძღვნა თემას „ღირსეული შრომის უფლება“

განვიხილეთ საკითხები:

  • •შრომის უსაფრთხოება მომსახურების სექტორში.
  • •როგორ განისაზღვრება სამუშაო დრო.
  • •რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა.
  • •რას ნიშნავს შრომის თანაბარი შესაძლებლობები.
  • •როგორ ამოვიცნოთ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე.
  • •დეკრეტული შვებულების გამოყენება შენი უფლებაა.
  • •როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროების ნიშნები სამუშაო ადგილზე.
  • •კომუნიკაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

ნაწილი II: მიეძღვნა თემას „ბიზნესის მართვის ევროპული პრაქტიკა საქართველოში - სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მაგალითზე“.

განვიხილეთ საკითხები:

  • •ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი სტანდარტები და დასაქმებულთა უფლებები
  • •პროექტის მართვა;
  • •ბიზნესის მართვა, სტრატეგიის შემუშავება და ინოვაციების დანერგვა;
  • •ფინანსები და კონტროლი;
  • •მარკეტინგი;
  • •B2B მარკეტინგი;
  • •ექვსი ძირითადი განსხვავება B2B და B2C მარკეტინგს შორის;
  • •ROI ფაქტორები;
  • •გაყიდვები;
  • •ადამიანური რესურსებისა და ნიჭის მართვა;

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოყენებული იყო მულტიმედია რესურსები, ილუსტრაციები, სამუშაო ბარათები, ინფოგრაფიკები, გრაფიკული ორგანიზატორები.

შემაჯამებელ ღონისძიებაში თანამომხსენებელი იყო „ჰილტონ ბათუმის“ ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი ბ - ნი გენო ძიძიგური, რომელმაც ისაუბრა „ჰილტონ ბათუმის“ მართვის ევროპულ პრაქტიკაზე საქართველოში.  

ვულოცავთ ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებას!

ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს „ჰილტონ ბათუმს“ პროექტის სრული დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის.

 

  სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში

"მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში"

შემაჯამებელი ღონისძიება

10 მაისს, ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში, საზეიმოდ აღინიშნა ევროპის დღე, ჩვენი პროექტის „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“ ფარგლებში პირველი შემაჯამებელი ღონისძიებით, რაც თავის მხრივ იყო სასკოლო საზოგადოების დაუღალავი და ეფექტიანი შრომის შედეგი. ჩვენმა მოსწავლეებმა აჩვენეს მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოჩენილი მრავალფეროვანი აქტივობები იყო შთამბეჭდავი და კარგი ილუსტრაცია თუ როგორ გაითავისეს მოსწავლეებმა ყოველღიურ ცხოვრებაში მედიაწიგნიერება, მდგრადი განვითარების კონცეფცია, ევროპული ღირებულებები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს ევროკავშირის და საქართველოს, ნატოს და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისა და პერსპექტივების შესახებ.

ვულოცავთ ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებას!

ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს „ჰილტონ ბათუმს“ პროექტის სრული დაფინანსებისთვის და მხარდაჭერისთვის.

 

 

 ჩამოტვირთე დებულება

სკოლის კლუბი "რეზონზნსი" (ხემძღვანელი მარინა შოთაძე) მე-9,10,11,12 კლასების მოსწავლეებს აერთიანებს. 
კლუბის მიზანია, მოსწავლეების დაინტერესება და  ჩართვა პროექტში.  
 ამოცანებია, მოსწავლეებისთვის აქტივობების დაგეგმვა- სწავლება, გუნდური გადაწყვეტილებების უნარების განვითარება და სადისკუსიო ტექნიკის დახვეწა.