უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ყოველი წლის კვირაცხოვლობა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დღეა. გვახსოვდეთ,"ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს! გაიღეს სისხლი-გადაარჩინეთ სიცოცხლე!
ასეთი იყო დევიზი იმ ღონისძიებისა ,რომელიც 2 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა ლია კასპელაშვილმა ჩაატარა 6 მაისის სახელობის პარკში.
თბილისის იაშვილის სახელობის სისხლის გადასხმის ცენტრი სისხლს აჭარის რადიოს შენობაში იბარებდა. სისხლი,ერთი დღის განმავლობაში 400 ადამიანმა ჩააბარა.მადლობა მათ.
სკოლასთან არსებულმა ხელოვნების სტუდია "ანდამატმა", კლუბ "თანადგომამ" და მოხუცებულთა სახლმა უდიდესი შრომა ჩადეს ამ ღონისძიებაში და ბევრი იშრომეს იმისთვის რომ მირზა ცეცხლაძეს დახმარებოდნენ. პარალელურად მიმდინარეობდა კონცერტი.







