georgia  united kingdom  

 

ხელი ხელს’’--- საქველმოქმედო საღამო. ჩვენივე სკოლის მოსწავლის ნოდარ მამფორიას დასახმარებლად   კლუბმა გამოიჩინა ინიციატივა და  3 აპრილს 14 საათზე ჩატარდა საქველმოქმედო სასიამოვნო საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი სკოლის შემოქმედი და მუსილალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები,რომლებმაც სასიამოვნო საღამო აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. ჩვენივე სკოლის სიამაყე, ნორჩი  პოეტი ნიკა  ფუტკარაძე,  წარსდგა თავისი შემოქმედებით და  აუქციონზე გამოიტანა საკუთარი ლექსების კრებული,შემოსული  თანხა გადაირიცხა ფონდში, ასევე შემოწირული  თანხა 370.50 ლარი გადაირიცხება ნოდარ მამფორიას ფონდში საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE72BG0000000302788700GEL