ჩვენს სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო კლუბი,რომელსაც სათავეში უდგას მადონა გვარამია.
2 ნოემბერს სიქა-ს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სტუმრად ეწვია აჭარის დელეგაცია.
ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონების აქტიურმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა ერთმანეთს გაუზირეს საკლუბო მუშაობისა ად წარმატებების გამოცდილება. რუსთავის #12,15 ად მე-20 სკოლებსა და ბათუმის ელიტარულ სკოლა "გორდას", #2 და #9 სკოლებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც რეგიონების სკოლები გააგრძელებენ თანაშრომლობას, დაგეგმავენ და ერთობლივად განახორციელებენ სამოქალაქო აქტივობებს.









