საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში გაიმართა. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაჯილდოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
შეხვედრაზე სსიპ ქალაქ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სამი ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა, მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის წამყვან პედაგოგბს- ქართული ენისა დ ა ლიტერატურის მასწავლებლებს-მანანა გეგენავას, მარინე გეთიას და მათემატიკის მასწავლებელს ნანი აფხაძეს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, მათი მოსწავლეები მუდმივად იმარჯვებენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში, რაც მათ პროფესიონალიზმსა და ეფექტური სწავლების მეთოდებზე მიუთითებს.
![]()
კვლავაც წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში








