აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ, 2024-2025 სასწავლო წელს ჩატარებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში 120 გამარჯვებული გამოვლინდა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
,,განათლება ქვეყნის უკეთესი მომავლის საფუძველია. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება. გპირდებით, რომ ამისთვის მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ. განათლებული თაობა ქმნის მშვიდობიან ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილები გახდებიან ჩვენი ქვეყნის მშენებლები და გააგრძელებენ ჩვენს დაწყებულ საქმეს - მშვიდობიანი გზით და ღირებულებების დაცვით ქვეყნის განვითარებას” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
წარმატებული მოსწავლეები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ და უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ დააჯილდოვეს.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება საგნობრივი ოლიმპიადა ექვს საგანში, ასევე, კონკურსები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. გასულ სასწავლო წელს ოლიმპიადებსა და კონკურსებში, საჯარო და კერძო სკოლების 15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმი სტუმრად მე-2 საჯარო სკოლაში.

ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ესეების კონკურსს ყოველწლიურად ატარებს.წელსაც კონკურსი ჩატარდა ინგლისურ ენაზე სამ ტურად. პირველი და მეორე ტური ჩატარდა წერილობითი ფორმით. პირველ ტურში მონაწილეობას იღებდა 600-ზე მეტი მოსწავლე.ესეების კონკურსის მესამე ტური ჩატარდა 2024 წლის 25 მაისს პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. კონკურსის მესამე ტურში მონაწილეობდა 27 მოსწავლე.კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრებიან პოლონეთში.
კონკურსში გამარჯვებული ჩვენი სკოლის ორი მოსწავლეა: ანანო ჯაფარიძე და კესო ჩიჩუა.
გილოცავთ!!!

სკოლაში მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგი,რომელსაც სკოლის დირექციაა ახოეციელებს.
ქვეკატეგორიები
გვერდი 2 სულ 31









