ალექსანდრე ამერიკული კუთხის აქტიური წევრია, რომელიც სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამებში მონაწილეობდა. დღეისთვის ალექსი რობოტექნიკის სკოლის შეხვედრებს ხელმძღვანელობს , რომლის ფარგლებშიც ის თავის ცოდნას თანატოლებს უზიარებს.
წარმატებებს გისურვებთ![]()
14 მაისი,2022 წელი...#2 საჯარო სკოლის მეხუთე-ა კლასი( მასწავლებელი ნატო ურუშაძე) ამჯერად ჯ.სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობის“ შესახებ სასაუბროდ შეიკრიბა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,გაიხსენეს საინტერესო და სასაცილო მომენტები წიგნიდან... იოცნებეს,როგორ გააგრძელებდნენ ნაწარმოებს.
მრავალფეროვანი იყო აუდიტორია: მშობლებთან ერთად პარკში დასასვენებლად გამოსული საზოგადოებაც შემოგვიერთდა-სიამოვნებით უსმენდნენ მეხუთეკლასელებს,აღნიშნავდნენ ასეთი შეხვედრების განსაკუთრებულობას...დრო გაფრინდა...სურათებიც გადავიღეთ და მომავალი შეხვედრის სურვილით დავშორდით ერთმანეთს.

ნია სუქნიშვილი, ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ლიტერატურული ვიქტორინის გამარჯვებული,
გილოცავთ!
მეორე საჯარო სკოლის V-ბ კლასის მოსწავლეებმა "წიგნი-მკითხველის" ფარგლებში მოაწყვეს პრეზენტაცია "კითხვა საინტერესო და გადამდებია". მართლაც საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. .მადლობა მშობლებს თანამონაწილეობისა და აქტიურობისათვის... ჩვენ უკეთ ვისწავლით და საუკეთესოები ვიქნებით.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომლის მიზანი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, ქართველი ხალხისთვის გაწეული დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა იყო , ჩვენი სკოლის ოთხმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ოთხივე მოსწავლის გზავნილი მოწონებულ იქნა, მათი გზავნილები დაიბეჭდება ფლაერებში და საინფორმაციო ბროშურებში. ისინი მიწვეულნი არიან ღონისძიებაზე.
"მათემატიკის ზღაპრულ სამყაროში", ღონისძიება, რომელიც მე-5ბ კლასმა სკოლის სცენაზე გამოიტანა. დამრიგებელი და ღონისძიების სულის ჩამდგმელი მაია დევაძე იყო. დებატები, ანდაზები, გამოცანები, მათემატიკური მაგალითები, ცეკვები, და მათ მიერ შეთხზული პატარა მათემატიკური მოთხრობები ისე ლამაზად გადმოსცეს რომ თავი მათემატიკურ ზღაპარში გვეგონა. მადლობა ბავშვებს, მაიას და მშობლებს მხარში დგომისთვის.
ქვეკატეგორიები
გვერდი 9 სულ 31






