georgia  united kingdom  

  ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა სკოლაში,სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა საუკეთესოდ აჩვენეს თუ როგორ შეიძლება თანადგომა და მხარდაჭერა

  

აბოს ყველაზე ხმაურიანი, ობიექტური გასამართლება მე-10ბ კლასში.

"აბოს გასამართლება" ქართულის მასწავლებელი მარიზა აბაშიძე.

 სკოლაში სტუმრად N4 ბაღის აღსაზრდელები  გვეწვივნენ,თბილად შეხვდა მათ 8გ კლასი, ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და რამდენიმე წუთი ერთად გაატარეს

სსიპ ქ. ბათუმის № 2 საჯარო სკოლაში, მე - 9 კლასის გეოგრაფიის მასწავლებელმა, ლია ბიბილაშვილმა განახორციელა კომპლექსური დავალების ბარათი, საკითხზე ისპანის ჭაობი.
კომპლექსური დავალების ბარათზე მუშაობის პროცესი გრძელდებოდა ექვსი გაკვეთილის მანძილზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სწავლა - სწავლების პროცესში განხორციელებული მრავალფეროვანი (ჯგუფური, წყვილებში, ინდივიდუალური, საერთო საკლასო ფორმატის) აქტივობები: ტექსტური/ფოტო და ვიდეო მასალის ანალიზი ცხრილის, ასოციაციური რუკის და არგუმენტირებული მსჯელობის გზით, დისკუსია, მუშაობა ფიზიკურ - გეოგრაფიულ და კონტურულ რუკებზე.
წარმატებებს ვუსურვებთ ლია მასწავლებელს და მის მოტივირებულ, ნიჭიერ მოსწავლეებს! 👏

    " ხეზე გაკრული ლექსები"- ქართულის შემაჯამებელი გაკვეთილი  Vბ კლასში, პედაგოგი მარიზა აბაშიძე

   ბათუმის N 2 საჯარო სკოლის მე -5 კლასელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,მხიარული შობა".

მადლობა გერმანელ მეგობრებს Paulina, Lara Asja დღევანდელი დღის მხიარულად და შინაარსიანად გატარებისთვის.! და მადლობა მე-5 ბ კლასს თავის დამრიგებელ მაია დევაძესთან ერთად, მათ შესანიშნავად წარადგინეს ჩვენი სკოლა უცხოელ სტუმრებთან.

ქვეკატეგორიები