როგორც ყოველთვის, ჩვენი სკოლა დღესაც გამორჩეული იყო კრეატიულობით.
მე-8გ კლასმა (დამრიგებელი თეონა ყურშუბაძე დღევანდელი დღე მიულოცა პატარებს და გადასცა კანფეტები, როგორც სიტკბოების სიმბოლო.
მე-9 კლასის მოსწავლემ ანანო ჯაფარიძემ კი პატარებს სახე მოუხატა
დღეს გარემოს დაცვის დღეა. ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადო მეცნიერი,ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის კოლხეთის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის განყოფილების უფროსი ქალბატონი იზოლდა მაჭუტაძე,რომელმაც სკოლას აჩუქა კოლხეთის ანუ
ჰართვისის დაბლობის რელიქტური ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი იშვიათი მუხის სახეობა. გასულ საუკუნეში ტყეების ჩეხვის და სხვა ანთეოპოგენური ფაქტორების გამო ამ მუხის სახეობას საფრთხე შეექმნა, ამიტომ მუხა დაცულია საქართველოს წითელი ნუსხით.
ეს ნერგი დარგო ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ ემილი მაჭუტაძემ
მადლობა თქვენ კეთილი საქმისთვის
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე მიითვლა მე- 2 საჯარო სკოლის ისტორიამ. ცნობისთვის, დღეს სტუმრად გვყავდა გერმანიის ელჩის მოადგილე ქალბატონი ტანია ჰუთი და საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი ქალბატონი თეონა ბერიძე.მ,.
26 მაისი— დამოუკიდებლობის დღე.
საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა.
#გილოცავთსაქართველოსდამოუკიდებლობისდღეს
კვირეული მე-4 ა კლასის ლამაზი ღონიხძიებით დაიწყო, დამრიგებელი ნაირა ჭკუასელი, ლექსებით, სიმღერებით და ცეკვით გაალამაზეს დღევანდელი დღე.
ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც სულხან ალექსაია ხელმძღვანელობდა
ქვეკატეგორიები
გვერდი 4 სულ 31






