”დებატები ბათუმში”, მე-2 საჯარო სკოლის თვითმმართველობის პროექტი (ხელმძღვანელი, ტრენერი, და უფროსი მსაჯი ალექსანდრე მჟავანაძე).
24 აპრილს, ქალაქ ბათუმის საკრებულოში პროექტ „დებატები ბათუმშის“ ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
პროექტში 50 მონაწილე აქტიურად იყო ჩართული, რომელთაგან ნახევარფინალში 8 გუნდი, ხოლო ფინალში 4 გუნდი გადავიდა.
პროექტის მხარდამჭერები არიან, ბათუმის მერია/Batumi City Hall, ბათუმის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო- Mayor's Youth Advisory Council და ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა.
პირველი ადგილი მე-2 საჯარო სკოლამ დაიკავა.
ჟურნალისტთა კლუბი
ჟურნალისტთა კლუბის მიზანია მოსწავლეებისთვის ჟურნალისტიკის ძირითადი საკითხების შესწავლა.
3. ამოცანები
- ჟურნალისტთა კლუბის ამოცანებია:
1) ჟურნალისტიკის სწავლება;
2) ჟურნალისტიკის პოპულარიზაცია;
3) სკოლის მედია-არხის შექმნა;
4) პროფესია - ჟურნალისტიკის განვითარება მოსწავლეებში;
5) თეორიის სწავლება და უნარების განვითარება შემდეგი მიმართულებებით:
31 მარტს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალთა კლუბში „მაფიის ღამის“ ტურნირის ფინალური თამაში გაიმართა.
„მაფიის ღამე“ ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი თამაშია, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა პერსონაჟები და გუნდები ეჯიბრებიან ამოცნობასა და გამხელაში.
აღნიშნულ თამაშში გაიმარჯვა „მაფიის“ გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო შემდეგი მოთამაშეებით:
ანა ნაკაშიძე
გიორგი ბარაბაძე
საბა სამნიძე
ასევე, ტურნირის მიწურულს გამოვლინდა სამი საუკეთესო მოთამაშე:
ელისაბედ ჯინჭარაძე
თორნიკე შავაძე
გაგა გაბუნია
მადლობა ბატონ წამყვანს, იოსი შალოლაშვილს, გაწეული მხარდაჭერისთვის!
27 აპრილს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის დებატ-კლუბს, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U -ს“ დებატ-კლუბის ხელმძღვანელი, რეზო ოკუჯავა ეწვია.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო დებატ-კლუბის წევრები და ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ დებატების ისტორიას, შეისწავლეს „კარლ პოპერის“ ფორმატის დებატები - სტურქტურა და წესები, გაიზიარეს სხვა მოდებატეების გამოცდილება და მიიღეს მონაწილეობა საცდელ დებატებში.
16 თებერვალს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ს“ ინტელექტუალთა კლუბის წევრების მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლაში „რა? სად? როდის?-ის“ შიდა ტურნირის პირველი თამაში გაიმართა.
„რა? სად? როდის?-ის“ ტურნირი მოიცავს შეჯიბრს ინტელექტუალური კითხვებითა და საინტერესო გამოცანებით, რომლებიც ცნობილ ადამიანებზე, ისტორიულ და ლიტერატურულ მოვლენებსა და ფაქტებზე არის დამყარებული.
„რა? სად? როდის?-ის“ ტურნირის მიწურულს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც სკოლის სახელით ბათუმის სასკოლო ჩემპიონატში იასპარეზებს.
გვერდი 1 სულ 2