georgia  united kingdom  

     chadr3.jpg     ჭადრაკისა და შაშის კლუბი. ხელმძღ- ირინა მამალაძე.სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი კლასებს შორის ჭადრაკსა და  შაშში, მოწვეული იყო მსოფლიო ჩემპიონი და აჭარის ჭადრაკის საზოგდოების პრეზიდენტი სალომე მელია

სკოლის თეატრალირი კლუბი "სახიობა" რომელშიც გაერთიანებული 50-მდე მოსწავლე.

 კლუბის მიზანი, ფუნქცია, საქმიანობა:

2.1. კლუბის მიზანი:

Ø სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება;

--

Ø .სამიზნე ჯგუფების არაფორმალურ განათლებაში ჩართვა და სკოლაში ინკლუზიური სწავლებისათვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა;

Ø სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

  

  

14 მაისი,2022  წელი...#2  საჯარო  სკოლის  მეხუთე-ა  კლასი( მასწავლებელი  ნატო  ურუშაძე) ამჯერად ჯ.სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობის“  შესახებ  სასაუბროდ  შეიკრიბა.მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  პრეზენტაციები,გაიხსენეს  საინტერესო და  სასაცილო მომენტები  წიგნიდან... იოცნებეს,როგორ  გააგრძელებდნენ  ნაწარმოებს.

მრავალფეროვანი  იყო  აუდიტორია:  მშობლებთან  ერთად  პარკში  დასასვენებლად  გამოსული  საზოგადოებაც  შემოგვიერთდა-სიამოვნებით  უსმენდნენ მეხუთეკლასელებს,აღნიშნავდნენ  ასეთი  შეხვედრების  განსაკუთრებულობას...დრო  გაფრინდა...სურათებიც  გადავიღეთ  და მომავალი  შეხვედრის  სურვილით  დავშორდით  ერთმანეთს.

12 თებერვალს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დაარსებულ კინო-კლუბს, კინორეჟისორი როინ დვალი ეწვია, რომელმაც კლუბის წევრებსა და მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გასცა რჩევები კინორეჟისურითა და თეატრით გატაცებული მოსწავლეებისთვის და ისაუბრა თეატრისა და კინოს მნიშვნელობასა და როლზე თანამედროვე საზოგადოებაში.

 ღონისძიების მიწურულს, კლუბის სამომავლო გეგმები და ინტერაქციული კინოსეანსები დაიგეგმა.

  ჟურნალისტთა კლუბის შეხვედრა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან ნათია თავდგირიძესთან

        ჟუნალისტთა კლუბს აჭარის რადიო -ტელევიზიის ჟურნალისტი თამილა დოლიძე ეწვია, რომელმაც მოუყვა მოსწავლეებს თუ რას ნიშნავს იყო კარგი ჟურნალისტი, მომდევმო კვირას დაგეგმილია ტელევიზიაში სტუმრობა.