georgia  united kingdom  

 

 

27 აპრილს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის დებატ-კლუბს, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U -ს“ დებატ-კლუბის ხელმძღვანელი, რეზო ოკუჯავა ეწვია.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო დებატ-კლუბის წევრები და ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ დებატების ისტორიას, შეისწავლეს „კარლ პოპერის“ ფორმატის დებატები - სტურქტურა და წესები, გაიზიარეს სხვა მოდებატეების გამოცდილება და მიიღეს მონაწილეობა საცდელ დებატებში.