ბათუმის N2 საჯარო სკოლას საინტერესო ისტორია აქვს.
ქ.ბათუმის ქალთა გიმნაზიის მშენებლობის წამოწყება უშუალოდაა დაკავშირებული ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლებთან: ივ.მესხის, ნ.ჯაყელის, ნ.დუმბაძის. კ.ქიქოძის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მაშინდელი თვითმმართველობის უფროსის ლუკა ასათიანის ღვაწლი.
არქივში ასეთი ცნობაა: “მიმდინარე წელს გიმნაზიის მშენებლობისათვის შემოსავლის წყაროა: ქალაქიდან ყოველწლიურად 1300 მანეთი, სახალხო განათლების სამინისტროსაგან 2000 მანეტი. სწავლის გადასახადი შემოვიდა 43 800 მან. გახსნამდე Sემოწირეს 100 მან. სულ 8 800 მან. კიდევ, სენობა ძალზე უხერხულია, საკლასო ოთახები ბნელი (12 კუბური არSინი თითოეულ მოსწავლეზე, რაც ნორმალურ მინიმუმზე დაბალია). გვაქვს ეზო, მაგრამ ბავშვები ცუდ ამინდში შეყუჟული არიან ვიწრო კორიდორში.
1902 წლის 1 აგვისტოს გაზეთის საშუალებით გამოცხადდა საბოლოო ვაჭრობა ქალთა გიმნაზიის მშენებლობისათვის. გადარიცხული იყო 67 400 მან. ვაჭრობა დაიწყება ზუსტად 12 საათზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ განცხადება, რომ სურთ მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. არქივშია ა.ლ. შაპიროს, ა.ი. ილინის, ფ.მ.კურტოვის განცხადებები („Прошу допустить меня изуестному торгу на постройку женской гимназий“) .
მშენებლობა დაუწყია ა.ლ. შაპიროს პოდპოლკოვნიკ პომორსკის პროექტის მიხედვითა და მისი ხელმძღვანელობით.
სხდომის დადგენილება:”დაევალოს მოქ. შაპიროს, რომ საკლასო ოთახები დამთავრდეს 1903 წლის 1 ოქტომბრისთვის და სხვა სამუშაოები - 1904 წლის იანვრისTვის.ხარჯთაღრიცხვა გადასახდელად გადაეცეს ქალაქის არქიტექტორ g.barkliancs.”
1904 წელი აღინიშნება (როგორც საარქივო მასალები ადასტურებს) ბათუმის ქალთა გიმნაზიის შენობის დაფუძნების თარიღად, თავად გიმნაზია დაარსდა 1900 წლის 26 სექტემბერს.
შემონახული ცნობების მიხედვით, 1900 წლის 28 სექტემბერს ქალთა გიმნაზიის პედსაბჭოს მდივნად აირჩიეს ჩოგოშვილი. პედსაბჭოს შემადგენლობაში არიან: ტ.მობილოვა, მ. სალამბეკოვა, დ. მიშჩენკო, ბოგოსლოვსკი. რუსული ენის მასწავლებელი დ.ტ.მიშჩენკო, მათემატიკის -ტ.ი.ლუბიშევა, ისტორიის - კ.დ. მაჭავარიანი, სუფთა წერის - დ.ტ.მიშჩენკო, გერმანული ენის - ა.ი.როსსეტი, ხატვის - ა.ა.ბერიოსოვ-ბერიადი, მოსამზადებელი კლასის მასწავლებელი - მ.მ. სადამბეკოვა.
1900 წელს დირექტორის ნაცვლად ხელს აწერს ალ.რალცევიჩი..
1901 წელს მასწავლებელთა რაოდენობა ოცდაათია. მოსწავლეების:178 რუსი ეროვნების - 70, ქართველი - 49, სომეხი - 25, თათარი - 1, სხვა - 33.
გიმნაზიის არსებობის ძირითად წყაროს სწავლის ქირა წარმოადგენდა. თითოეული მოსწავლე წელიწადში 60 მანეთს იხდიდა და ცალკე ცეკვისათვის 5 მანეთს (ცეკვა საჭირო იყო), ამ გზით გიმნაზიის შემოსავალი 1 400 მანეთი იყო, სხვა გზა იყო შემოწირულობები (მაგ. 1915 წელს ეს თანხა 2100 მანეთი იყო). ეს თანხა ყოველწლიურად იზრდებოდა. სწავლა იწყებოდა 1 სექტემბერს და მთავრდებოდა ივნისის შუა რიცხვებში, მაშინ გაიცემოდა ატესტატებიც.
1900 წელს დაკომპლექტდა შემდეგი კლასები:
1. ერთი მოსამზადებელი ჯგუფი 24 მოსწავლისათვის;
2. ერთი პირველი კლასი 36 მოსწავლისათვის;
3. ერთი მეორე კლასი 38 მოსწავლისათვის;
4. ერთი მესამე კლასი 28 მოსწავლით;
5. ერთი მეოთხე კლასი 26 მოსწავლით;
მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, მატულობს სხვადასხვა ეროვნების რიცხვიც. 1901 წლის დეკემბერი - დაშვებულია ებრაელთა შვილების მიღებაც. სწავლება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, რაც ქართველი გიმნაზიელებისთვის დიდ სიძნელეს ქმნიდა. ისწავლებოდა : საღვთო რჯული, რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია, ისტორია, პედაგოგიკა, დიდაქტიკა, ჰიგიენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა, ბუნებისმეტყველება, სუფთა წერა, ხატვა, გიმნასტიკა, სიმღერა, ხელგარჯილობა და ბოლოს ქართული ენა, ზოგიერთ სასწავლო გეგმაში გვხვდება ლათინური ენაც, სასკოლო ჟურნალების მიხედვით შეფასების ნიშნებია 2, 3,4 და 5.
1909 წლის 15 მაისის დადგენილებით, ხელგარჯილობაში არადამაკმაყოფილებელი წლიური ნიშნის შემთხვევაში მოსწავლე უნდა დატოვებულიყო იმავე კლასში.
გიმნაზიის დაფუძნების პირველ დღეებში არ იყო დანიშნული დირექტორი და მასწავლებლები. როგორც ზემოთ ვნახეთ, დაცულია ცნობა ქალბატონ ტიბელინზე, სხვაგან არსად ფიგურირებს მისი გვარი, დირექტორობა კი წილად ხვდა ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს (შეითავსა) სტოიანოვს. სწორედ ის აწერს ხელს ზემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთა დაკომპლექტებას.
1900 წლიდან ფურცელ-ფურცელ იწერება საუკუნოვანი სკოლის მატიანე. თავისი არსებობის მანძილზე არა ერთი რთული თუ წარმატებული პერიოდი განვლო. იცვლებოდნენ მოსწავლეთა, მასწავლებელთა, ხელმძღვანელთა თაობები, არაერთხელ შეიცვალა მისი სტატუსიც, უცვლელი დარჩა სკოლის სახე და სახელი. იგი დღესაც ბათუმელთა საყვარელი და საამაყო სკოლაა.