სასწავლო წლის ბოლო დღეს, ჩვენს სკოლაში, სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.ანგარიშის ფარგლებში შეჯამდა გაწეული სამუშაობი, შექმნილი რესურსები, დანერგილი სიახლეები: საუკეთესო პრაქტიკა საკლასო გარემოს გაჯანსაღებისთვის, წერილი ჩემი სკოლის ბავშვთა ომბუდსმენს. ასევე აღინიშნა აქტუალური საკითხები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, ანგარიშის საპრეზენტაციო მასალა.
LIVE სტუმრად დილის რადიოს და დილის ტალღის #დილის_რადიოს ეთერში
ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლესთან Nia Suknishvili ერთად ვსაუბრობთ ჩვენს სკოლაში ახალი პროექტის "ბავშვთა ომბუდსმენის" ინსტიტუტის შესახებ.
განსაკუთრებული მადლობა მასპინძლობისთვის გადაცემის ავტორებს და წამყვანებს.
-------------
სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი
#დილის_რადიოს სტუმრები
ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნია სუქნიშვილი
სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის იდეის ავტორი, მენტორი, დოქტორი, განათლების ექსპერტი ანა ანუშიძე
-------------
აქვე გიზიარებთ ჩვენი სკოლის ბავშთა ომბუდსმენის უფლება - მოვალეობების შინაარსობრივ ნაწილს
სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) მოსწავლეების, მათი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლებისთვის, ბავშვთა უფლებათა კოდექსის, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის, მოსწავლის ქცევის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესის და სფეროსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის გაცნობას, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების ორგანიზებით.
ბ) სასკოლო კულტურის და სასწავლო გარემოს მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაგეგმილი სასკოლო პროექტების და სიახლეების შესახებ მოსწავლეების და მათი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირებას.
გ) მოსწავლეთა მშობლების ან მათი კანონიერი წარმომადგენლების ჩართვას და ჩართულობის ხარისხის გაზრდას სასკოლო კულტურის და სასწავლო გარემოს მდგრადობის შენარჩუნება - განვითარების პროცესში. ამ მიზნით, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა და ჩვენი სკოლის პირველმა არჩეულმა ბავშვთა ომბუდსმენმა, გეოგრაფიის, მათემატიკის, ქართული ენის, ინგლისური ენის, რუსული ენის, ბუნებისმეტყველების, სამოქალაქო განათლების მენტორმა მასწავლებელმა ანა ანუშიძემ სასკოლო საზოგადოების და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგინა სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის უფლება - მოვალეობები, დებულება, მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები.
ღონისძიებაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მშობლები და მოსწავლეები, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები და მშობელთა კომიტეტის წევრები.
შეხვედრაზე დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტი!