31 მარტს, ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალთა კლუბში „მაფიის ღამის“ ტურნირის ფინალური თამაში გაიმართა.
„მაფიის ღამე“ ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი თამაშია, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა პერსონაჟები და გუნდები ეჯიბრებიან ამოცნობასა და გამხელაში.
აღნიშნულ თამაშში გაიმარჯვა „მაფიის“ გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო შემდეგი მოთამაშეებით:
ანა ნაკაშიძე
გიორგი ბარაბაძე
საბა სამნიძე
ასევე, ტურნირის მიწურულს გამოვლინდა სამი საუკეთესო მოთამაშე:
ელისაბედ ჯინჭარაძე
თორნიკე შავაძე
გაგა გაბუნია
მადლობა ბატონ წამყვანს, იოსი შალოლაშვილს, გაწეული მხარდაჭერისთვის!