georgia  united kingdom  

      პროექტ "წყალი ჩვენი არსობისა" პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ წყლის მონიტორინგი მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმის წყალმა“ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეები გაეცნენ წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებსა და მონიტორინგის ყოველდღიურ პროცესს.

შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშავებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

 რა? სად? როდის? პირველი ადგილი, გილოცავთ!!!

აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით“კონკურსები და ოლიმპიადები“ პროგრამის 

ფარგლებში ჩატარდა კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, ლიტერატურული მარათონი,სახვითი ხელოვნების კონკურსი,ესეების კონკურსი და სპორტული შეჯიბრება.დღეს აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაიახაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე არეშიძემ და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები დააჯილდოვეს.

  

ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა საინფორმაციო ტური ბათუმის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტექნოპარკის საქმიანობის შესახებ, ასევე, მიმდინარე ტრენინგები და დაგეგმილი სიახლეები პირადად გააცნო ტექნოპარკის მენეჯერმა ქეთევან ბულისკერიამ.

ფაბლაბის თანამედროვე დანადგარების ფუნქციების შესახებ მიღებული ინფორმაცია ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

„ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, აქვს იდეები, გეგმები, მოსაზრებები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია და მათი ჩართულობა საჭიროა ჩვენი რეგიონისთვის და მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ ტექნოპარკთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და ახალგაზრდობის რეგიონალურ ცენტრთან ერთად, მხარს დავუჭერთ ყველა ახალ ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული „თეატრალური კონკურსის“ დასკვნითი ეტაპი.
ჩვენმა სკოლამ ნოდარ დუმბაძის "ბოშები" წარმოადგინა.
მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა: მშობლებს, მოსწავლეებს, დირექციას და რეჟისორს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის , რომ სპექტაკლი საუკეთესო ყოფილიყო და ეს გამოვიდა.
მადლობა განათლების სამინისტროს, ქალბატონ მაია დოლიძეს, მსახიობ ზურა ქავთარაძეს საუკეთესო სიტყვებისთვის.
მეგონა, თეატრში, ნამდვილ მსახიობებს ვუყურებდი, ვამაყობ თქვენით.
ყოჩაღ! ყოჩაღ! ყოჩაღ!

ქვეკატეგორიები