georgia  united kingdom  

1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.„ბათუმის წყალმა“ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მოსწავლეები გაეცნენ წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებსა და მონიტორინგის ყოველდღიურ პროცესს.
შეხვედრის ფარგლებში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყლის დამუშვებისა და მოსახლეობამდე დისტრიბუციის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, პრაქტიკულად აჩვენეს როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

   სასკოლო პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა აქტივობა "ცეკვა ჩემი ჰობია", რომელშიმ მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.

კონკურსის მიზანია:

კონკურსი საშუალებას აძლევს  ახალგაზრდებს ამ აქტივობაში ჩართულობისა და   კონკურსის მასალების ასახვის შესაძლებლობას დისტანციურ რეჟიმში. ისინი  ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით, არიან საზოგადოების აქტიური წევრები, დამოუკიდებელნი და გააჩნიათ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზების მოტივაცია. კონკურსი სამ ეტაპად დაიყო,  ბოლოს ჟიურიმ მონაწილეები ნომინაციებით დააჯილდოვა.

   პროექტი, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში,რომლის სათაურია „გახადე ცხოვრება ჯანსაღი და ბედნიერი“, ითვალისწინებს მრავალ აქტივობებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტთაგან ერთ-ერთია, ზოგადი განათლების შესახებ კანონშიც აქცენტი კეთდება ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები მოქალაქის აღზრდაზე, სკოლაში თანამშრომლობაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებაზე, შესაბამისად, ჩვენი სასკოლო პროექტი „გახადე ცხოვრება ჯანსაღი და ბედნიერი“, ემსახურება ზგემ-ის, ესგ-ის მოთხოვნების განხორციელებასა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის აღსრულებას. 

. სპორტული აქტივობები: ’’იყავი ლამაზი , ჯანმრთელი და ბედნიერი“

აღწერა:ცხრილში დაგეგმილ შეხვედრაზე ტრენერი მასწავლებლის ხელმძღვანელობით  , ვარჯიშობენ მოსწავლეები:......

  ასეთია ჩვენი რეალობა დღეს. ყველა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. მზად ვართ სკოლაში სრული დასწრებისათვის

ქვეკატეგორიები