ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული „თეატრალური კონკურსის“ დასკვნითი ეტაპი.ჩვენმა სკოლამ ნოდარ დუმბაძის "ბოშები" წარმოადგინა.
მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა: მშობლებს, მოსწავლეებს, დირექციას და რეჟისორს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის , რომ სპექტაკლი საუკეთესო ყოფილიყო და ეს გამოვიდა.
მადლობა განათლების სამინისტროს, ქალბატონ მაია დოლიძეს, მსახიობ ზურა ქავთარაძეს საუკეთესო სიტყვებისთვის.
მეგონა, თეატრში, ნამდვილ მსახიობებს ვუყურებდი, ვამაყობ თქვენით.
ყოჩაღ! ყოჩაღ! ყოჩაღ!






