georgia  united kingdom  

  სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში

"მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში"

შემაჯამებელი ღონისძიება

10 მაისს, ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში, საზეიმოდ აღინიშნა ევროპის დღე, ჩვენი პროექტის „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“ ფარგლებში პირველი შემაჯამებელი ღონისძიებით, რაც თავის მხრივ იყო სასკოლო საზოგადოების დაუღალავი და ეფექტიანი შრომის შედეგი. ჩვენმა მოსწავლეებმა აჩვენეს მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოჩენილი მრავალფეროვანი აქტივობები იყო შთამბეჭდავი და კარგი ილუსტრაცია თუ როგორ გაითავისეს მოსწავლეებმა ყოველღიურ ცხოვრებაში მედიაწიგნიერება, მდგრადი განვითარების კონცეფცია, ევროპული ღირებულებები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს ევროკავშირის და საქართველოს, ნატოს და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისა და პერსპექტივების შესახებ.

ვულოცავთ ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებას!

ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს „ჰილტონ ბათუმს“ პროექტის სრული დაფინანსებისთვის და მხარდაჭერისთვის.