georgia  united kingdom  

 

ჩამოთვირთე დებულება

პროექტის "მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში" II შემაჯამებელი ღონისძიება

7 ივნისს, სასტუმრო „ჰილტონ - ბათუმში“ გაიმართა II შემაჯამებელი ღონისძიება, ჩვენი პროექტის „მეტი ევროკავშირი ჩვენს სკოლებში“ ფარგლებში.

შემაჯამებელი ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა:

ნაწილი I:  მიეძღვნა თემას „ღირსეული შრომის უფლება“

განვიხილეთ საკითხები:

  • •შრომის უსაფრთხოება მომსახურების სექტორში.
  • •როგორ განისაზღვრება სამუშაო დრო.
  • •რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა.
  • •რას ნიშნავს შრომის თანაბარი შესაძლებლობები.
  • •როგორ ამოვიცნოთ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე.
  • •დეკრეტული შვებულების გამოყენება შენი უფლებაა.
  • •როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროების ნიშნები სამუშაო ადგილზე.
  • •კომუნიკაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

ნაწილი II: მიეძღვნა თემას „ბიზნესის მართვის ევროპული პრაქტიკა საქართველოში - სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მაგალითზე“.

განვიხილეთ საკითხები:

  • •ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი სტანდარტები და დასაქმებულთა უფლებები
  • •პროექტის მართვა;
  • •ბიზნესის მართვა, სტრატეგიის შემუშავება და ინოვაციების დანერგვა;
  • •ფინანსები და კონტროლი;
  • •მარკეტინგი;
  • •B2B მარკეტინგი;
  • •ექვსი ძირითადი განსხვავება B2B და B2C მარკეტინგს შორის;
  • •ROI ფაქტორები;
  • •გაყიდვები;
  • •ადამიანური რესურსებისა და ნიჭის მართვა;

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოყენებული იყო მულტიმედია რესურსები, ილუსტრაციები, სამუშაო ბარათები, ინფოგრაფიკები, გრაფიკული ორგანიზატორები.

შემაჯამებელ ღონისძიებაში თანამომხსენებელი იყო „ჰილტონ ბათუმის“ ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი ბ - ნი გენო ძიძიგური, რომელმაც ისაუბრა „ჰილტონ ბათუმის“ მართვის ევროპულ პრაქტიკაზე საქართველოში.  

ვულოცავთ ღონისძიების ყველა მონაწილეს წარმატებას!

ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორს „ჰილტონ ბათუმს“ პროექტის სრული დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის.